"უმოკლეს ვადებში გავრცელდება კიდევ ვიდეოები, თავად მიხეილ სააკაშვილი გეტყვით ყველაფერს" | ბრიფინგი ენმ-ში

გამოქვეყნდა:

მქონდა კონტაქტი და გიდასტურებთ ამ ფაქტს, მქონდა ვიდეო ზარი და შევიკავებ თავს იმის თქმისგან, როდის იყო ეს - ენმ-ს წევრმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნა დაადასტურა.

ენმ-ს ოფისში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. ხერხეულიძე შსს-ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მესამე სააკაშვილს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს - შსს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია - ამბობს ხერხეულიძე.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს საათებში დამატებით ვიდეოებს გაავრცელებს თავად მიხეილ სააკაშვილი იმის დამადასტურებლად, რომ ის ნამდვილად ქვეყანაშია.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი