შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-3 სამმართველოში ამ დროისთვის განსაკუთრებული მობილიზება არაა.
ბაზაში სპეცსამსახურები გადაადგილდებოდნენ, თუმცა რისთვის ემზადებიან ისინი უცნობია. გადაჭრით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ძალოვნები ყაზარმულზე არიან გადასულები.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე თქვა, რომ სტანდარტული გადაადგილებაა და რაიმე განსაკუთრებულ მობილიზებას არ აპირებენ. მანამდე გავრცელა ვიდეო სადაც ჩანს როგორ გადაჰყავთ სპეცრაზმი ზუგდიდიდან ბათუმში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დილიდან ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.
ავტორი: ნინა მაჩაბელი.