სტანდარტული გადაადგილებაა - შს მინისტრის მოადგილე სპეცრაზმზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა. მისი თქმით, მსგავსი გადაადგილება ყოველდღიურად ხორციელდება და სპეციალურ გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდიდან სპეცრაზმი ბათუმში გადაიყვანეს.

"რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საკითხს, მე როგორც აღვნიშნე, საქართველოს ყველა ტერიტორიულ ორგანოში შექმნილია სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი დანაყოფები. რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გადაადგილებას, აღნიშნული სტანდარტული გადაადგილებაა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება, არანაირ სპეციალურ გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დილიდან ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი