რეიდი და სახლების ჩხრეკა ანაკლიაში - "მთავარის" ინფორმაციით, პოლიცია მიხეილ სააკაშვილს ეძებს 

გამოქვეყნდა:

საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებში მობილიზაცია გამოცხადდა. 

ქუჩებში მძიმე ტექნიკაა გამოყვანილი. სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციამ ანაკლიაში ადგილობრივების სახლების ჩხრეკა დაიწყო.

გარდა ამისა, ანაკლიაში, დაახლოებით ერთი საათის წინ სანაპირო დაცვისა და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რეიდი ჩაატარეს. სავარაუდოდ, ისინი შესაძლო გზებს ეძებდნენ, საიდანაც შეიძლებოდა, მიხეილ სააკაშვილი შემოსულიყო. ​

ცოტა ხნის წინ "მთავარმა არხმა" კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ ზუგდიდის მეორე სამმართველოს ბაზიდან ჯავშანტრანსპორტიორები გაიყვანეს და ისინი სავარაუდოდ, ბათუმის მიმართულებით გაემართნენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი