იპოთეკური სესხების სუბსიდირება - ბინის კერძო პირისგან შეძენისას, მოქალაქე შეღავათით ვერ ისარგებლებს

გამოქვეყნდა:

მთავრობა მოსახლეობისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირებისთვის 70 მილიონ ლარს დახარჯავს, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მილიონი ლარია - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის ფონზე, დეველოპერული კომპანიებისთვის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას მართავს.

მისი თქმით, ცვლილებები ეხება იპოთეკურ სესხებსაც და მოქალაქეები, რომლებიც ბანკიდან სესხს წლის ბოლომდე აიღებენ, მთავრობა პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს. პროექტი მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებს ეხება და ადამიანები, რომლებიც ბინებს კერძო მესაკუთრეებისგან შეიძენენ, ამ შეღავათით ვერ ისარგებლებენ.

გიორგი გახარიას თქმით, სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც სესხს მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი