
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში შეხვდება - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა,
"დღესვე ვაპირებ, რომ შევიდე ციხეში და ვნახო აუცილებლად მე და დიტო საძაგლიშვილი. ვესაუბრო სახალხო და მცველს და ისიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე მიემართება რუსთავისკენ. რუსთავის ციხეშია ბატონი მიხეილ სააკაშვილი, თანამდებობის პირები სადაც არიან",- თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა.
ამავე თემაზე: