"ხშირად ვკამათობთ და ავიწყდებათ, რომ ერთი მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული" - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე

გამოქვეყნდა:

მეამაყება, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაში" არის ყველა თანასწორი- ამბობს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

ნიკა მელია გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირებაა. ნიკა მელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ "შორის არის მეგობრული და თანასწორი ურთიერთობა".

"დიახაც, მდინარაძისთვის, კობახიძისთვის და კალაძისთვის წარმოუდგენელია, იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის არის მეგობრული, თანასწორი ურთიერთობა, სადაც ბევრჯერ ვკამათობთ, ხშირად ვკამათობთ და ავიწყდებათ, რომ ერთი მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული. 1 ადამიანი მითხარით "ქართუ ოცნებაში", რომელსაც უნარი შესწევს, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ან გადახედოს, ან ეკამათოს",- ამბობს ნიკა მელია.

ცნობისთვის, მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩატები გაასაჯაროვა, სადაც მისი მტკიცებით,  "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმოწერაა ასახული.

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის "ფლანგებს" შორის დაპირისპირებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი