08:00 საათიდან საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა - დღეს, 2 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ამომრჩევლები 4 წლის ვადით 64 მერს და 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ. 

თბილისში ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ნაწილს შეთანხმებული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი. ყველა ქალაქსა და თემში ჰყავს წარდგენილი მერობის კანდიდატი "ქართულ ოცნებასაც". აქედან 30-ზე მეტი მოქმედი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე ან მერის მოადგილეა.

არჩევნებს არაერთი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება, მათ შორის არიან ევროპარლამენტარებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი