როგორია რეგულაციები და როგორ უნდა მივცეთ ხმა საარჩევნო უბანზე სასურველ კანდიდატს - კოვიდვითარების გამო, აუცილებელია პირბადე და ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავება. ადგილზე ამომრჩევლებს ერთჯერადი კალამი დახვდება, ასევე შეცვლილია კაბინა, იმისთვის რომ ამომრჩეველმა ვერ შეძლოს ფოტო და ვიდეო გადაღება.