ჩემი თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
გუშინ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა უარყო მისი თანაპარტიელების განცხადებები, რომლებიც მთელი დღე ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იყო შემოსული.
კუჭავა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ვიდეო, მასაც "აწყობილი გრაფიკა" ეგონა.