ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე საუბრობდა - კობახიძემ ხმა მისცა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მე-19 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მისი თქმით, არჩევნებში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც მოსახლეობას ქვეყნის განვითარებაზე ესაუბრებოდა. 

"თქვენ როგორც იცით, არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში, რომელიც საზოგადოებას მთელი 2 თვის განმავლობაში ესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, დედაქალაქის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი