"მომიკითხეთ ციხეში" - კობახიძე ვერ პასუხობს კითხვას, როდის გაიგო რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში იყო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს "ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა". ხმის მისაცემად მისულმა კობახიძემ არ უპასუხა მედიის კითხვას, იცოდა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო, რომ მის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობდა და როდის გაიგო.

"არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მიხეილ სააკაშვილი, თქვენი ლიდერი, არის ციხეში, ეს არის მთავარი" - თქვა მან.

 მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც სამართლებრივადაა საჭირო. 

"სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის იმისთვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას, ეს წესები იყო დაცული", - თქვა კობახიძემ. 

ის კიდევ იმეორებს, რომ ოპოზიციას აქციის, ქუჩაში გამოსვლის რესურსი არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი