"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდში "ქართული ოცნება" უბენებზე კარუსელის დატრიალებას ცდილობს. მისი თქმით, უბნებზე მათი მობილური ჯგუფები და მხარდამჭერები სიტუაციას მუდმივად აკონტროლებენ და ინფორმაციას ყოველ ერთ საათში გაავრცელებენ.
"ქართული ოცნების შტაბი ცდილობს ახლა დააორგანიზოს ზუგდიდში კარუსელები ყველა უბანზე, ჩვენი მიღებული ინფორმაციით, მცდელობებს კარუსელისას ადგილი ჰქონდა ზუგდიდის 81-ე და 84-ე უბანში რომლის აღკვეთაც შევძელით", - თქვა მან.
წითლიძემ კონკრეტული ადამიანების სია და ფოტოები გაასაჯაროვა, რომლებმაც მისი თქმით, "ქართული ოცნების" წევრ გია სალიასგან დავალება მიიღეს - კარუსელი დაატრიალონ იმ უბნებზე, სადაც პარტიას პრობლემა შეექმნება. წითლიძის განცხადებით ესენი არიან ზუგდიდში კაზინო "ვეგასის" თანამშრომელბი - დიმა ჩახაია, ლევან მიქავა, საბა ქუთელია, გოჩა კეკუტია, ლაშა ჯაიანი.
მისივე განცხადებით, 56-ე და 55-ე უბნებზე არაუფლებამოსილი პირები იყვნენ, იგივე მოხდა ხურჩაში 52-ე უბანზე.