საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, დედა, გიული ალასანია და შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი ჩამოვიდნენ.  

გიული ალასანიამ თქვა, რომ მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გადაადგილების შესახებ არ იცოდა. 

"ისეთივე მოულოდნელობა იყო ჩემთვის, როგორც ყველა თქვენგანისთვის, დღეს დილით გავიგე ეგ ამბავი. მოუწოდა სიმშვიდისკენ, ჩვეულებრივ არჩევნები როგორც იყო დაგეგმილი უნდა ჩატარდეს და ყველამ უნდა გამოხატოს საკუთარი ნება",- თქვა გიული ალასანიამ 

მიხეილ სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი კი ამბობს, რომ მამას ყველანაირად მხარს უჭერს.

"ეს ბრძოლა არის საქართველოს გადასარჩენად და მიშა დიდი ფაქტორია ამ ბრძოლაში. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ ყველანაირად. იყავით მყარად და ხვალ აუცილებლად რეფერენდუმზე წადით. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ კარგად გამოჩნდნენ, მაგრამ არ გამოსდით",- ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ, 1 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი