ცესკო:10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.41%-ია – 2017 წელს 6.74% იყო

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 10:00 საათისთვის საქართველოს საარჩევნო უბნებზე აქტივობა 7.41%-ია, რაც რაოდენობრივად 259 273 ადამიანია.

ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში 11.2% ხოლო ყველაზე დაბალი 6.1% კი ქვემო ქართლში დაფიქსირდა. ცნობისთვის:

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის აქტივობა 8.33% იყო
  • 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 6.74%
  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 8.34%; 

ცნობისთვის, საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე გაიხსნა.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს. მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 6 045, გადასატანი ყუთით კი 74 550 ამომრჩეველი ისარგებლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი