სპეცსიები გურიაში - შეყვანილია მხოლოდ შსს თანამშრომლები და კომისიის ის წევრები, რომლებიც მხარს მმართველ პარტიას უჭერენ

გამოქვეყნდა:

არჩევნებს ოზურგეთში ხელისუფლება სპეცსიებით ატარებს. სიებში  მხოლოდ შსს-ს თანამშრომლები და კომისიის ის წევრები შეიყვანეს, რომლებიც მხარს მმართველ პარტიას უჭერენ.

ოზურგეთის მე-60 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ "მთავარს" განუმარტა, რომ სპეცსია მხოლოდ ხუთ უბანშია და მასში მხოლოდ შსს-ს თანამშრომლებია შეყვანილი, რომლებიც უვადოდ მუშაობენ ოზურგეთში, თუმცა რას ნიშნავს უვადოდ მუშაობა, ლომიძე ვერ ხსნის და აცხადებს რომ ეს გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ამ დღეებში მიიღო და სიაც შსს-მ მიაწოდათ.

ოზურგეთის მერობისთვის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იბრძვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი