დედოფლისწყაროში უბანი უნდა დაიხუროს - კორძაია დარღვევებზე

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროშია არ იყო საარჩევნო ყუთი დალუქული და 100-ზე მეტ ამომრჩეველს ხმა ჰქონდა მიცემული - ამ დროისათვის დაფიქსირებულ დარღვევებზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა თამარ კორძაია.

მისი თქმით, დარღვევები იმატებს. მისი თქმით, დედოფლისწყაროს დასახელებული უბანი უნდა დაიხუროს.

გარდა ამისა, კორძაიას ინფორმაციით, კრწანისის რამდენიმე უბანზე კომისიამ ვერ უზრუნველჰყო ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა და პროცესი გაგრძელდა ჩვეულებრივ რეჟიმში.

ასევე, დაფიქსირდა უბნები, სადაც საარჩევნო კომისიის წევრები ყურსასმენებითა და მიკროფონებით გადასცემენ ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს, ვინ მივიდა და ვინ არა

კორძაიას ინფორმაციით, აბაშაში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტო, მცხეთაში მუდმივად დარღვეულია 100 მეტრიანი დისტანცია კოორდინატორების მხრიდან, მარნეულში სცემეს ენმ-ს წარმომადგენელს.

კორძაია ცესკოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი