ფულის დარიგების პროცესს ვერცხლისფერი პრადოთი, გია სალია, 24-ე უბანში კი მერიის თანამშრომელი ლაშა ჯიქია ხელმძღვანელობს - წითლიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით ზუგდიდში საარჩევნო პროცესი ისევ დარღვევებით მიმდინარეობს, მისი თქმით, ბიულეტენებს ბეჭედს არ არტყამენ და ხელს არ აწერენ, ასევე, ამომრჩეველს გადახეულ ბიულეტენებს აძლევენ.

"ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უბანზე დამკვირვებლად, იმყოფებიან 100 მეტრიანი რადიუსის შიგნით, საარჩევნო უბნის და მანდ ანხორციელებენ აგიტაციას", - თქვა მან.

წითლიძის თქმით, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არის ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა - ფულის დარიგების პროცესს ვერცხლისფერი პრადოთი, გია სალია, 24-ე უბანში კი მერიის თანამშრომელი ლაშა ჯიქია ხელმძღვანელობს.

მისი განცხადებით, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ზუგდიდის მე-7 და 90-ე უბანზე.

ცესკო-ს წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთ უბანზე ხელს პროცესს ენმ-ს წარმომადგენლები უშლიდნენ, რაშიც "მთავარი არხის" იყო ჩართული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი