"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, წალენჯიხაში დაიხურა საჩინოს საარჩევნო უბანი, სადაც მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მათი პარტია ლიდერობდა.
ამ თემზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია წალენჯიხიდან, სადაც საჩინოს საარჩევნო უბანზე, სადაც დიდი ალბათობით იმარჯვებს ლელოს მერობის კანდიდატი, მოხდა უბნის დახურვა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, დაუშვებელი და მოვითხოვთ რეაგირებას ამასთან დაკავშირებით. საჩივრები იწერება ყველგან სადაც იქნა დაფიქსირებული დარღვევები" , – თქვა ბადრი ჯაფარიძემ
ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდება, მისი თქმით, დარღვევები სრულიად საქართველოს მასშტაბით ხდება.
მან ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდა მაქსიმალურად უბნებზე მივიდნენ და ხმა მისცენ.