შალვა ნათელაშვილის "გაფრთხილება" და ნიკა გვარამიას პასუხი ეგზიტპოლებზე

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აფრთხილებს, რომ როგორც კი ეგზიტპოლის შედეგებს გამოაქვეყნებს შემდეგ "ცრემლის ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის".

"მინდა გავაფრთხილო "ეგზიტპოლმაისტერი" ნიკა გვარამია, როგორც კი გამოაცხადებს ე.წ ვითომ იპსოსის ტრადიციულად ჩვენს მიმართ ხელისუფლებასთან სავაჭროდ გაყალბებულ ეგზიტპოლს მიიღებს პასუხს და შემდეგ ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის", - წერს შალვა ნათელაშვილი. 

პოსტს უკვე უპასუხა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა:

"ბატონო შალვა, რა ციფრებიც მომივა, იმას გამოვაცხადებ. თქვენსასაც და სხისასაც. ასევე იზამს ედისონიც, დარწმუნებული ვარ. თქვენი მუქარაღა მაკლდა ახლა".

ცნობისთვის, 20.00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, "მთავარი არხის" ეთერში, ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდება. კვლევას არხის დაკვეთით,  IPSOS გლობალი ატარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი