"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.

ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ხმათა 40,8 % მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ კი 40,2%.

შედეგები 17 საათის მონაცემების მიხედვით,  ასეთია:

  • ნიკა მელია - 40,8 %
  • კახა კალაძე - 40,2 %
  • გიორგი გახარია - 8,7 %
  • ანა დოლიძე - 3,5 %
  • ანა ბიბილაშვილი - 2,6%

ცნობისთვის, ეს მონაცემები 17:00 საათის მონაცემებითაა.

IPSOS-მა ეგზიტპოლი შპს "მთავარი არხის" დაკვეთით, 2 ოქტომბერს, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, თვითადმინისტრირებული კითხვარით ჩაატარა. შესაძლო ცდომილების ფარგლები. + - 3% 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი