"მტყუნის დედას შევ*** მე!... გამოდი გოგო აქეთ!" | ჩუღურეთში "ქუჩის მაყურებლებმა" "მთავარის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს

გამოქვეყნდა:

ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის, 24-ე საარჩევნო უბანზე ქუჩის ორივე მხარეს ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებულები. ისინი ამომრჩევლებს ემუქრებიან და კონკრეტული პარტიის ნომრის შემოხაზვას აიძულებენ.

ე.წ. ძველმა ბიჭებმა ადგილზე მისულ "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მტყუნის დედას შევ*** მე!... გამოდი გოგო აქეთ!" - უთხრეს "ქუჩის მაყურებლებმა" "მთავარი არხის" ჟურნალისტს. 

"ბირჟა იყო გამართული და ამომრჩევლებს ხვდებოდნენ გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები. აქ იდგა სუს-ის მანქანა, რომელიც აკონტროლებდა სიტუაციას სუს-ის საშვით. როგორც კი ჩემი დამკვირვებლები დაინახა დაქოქეს მანქანა და გაიქცნენ",- ამბობს გიორგი ნონიაშვილი "ევროპული საქართველოს" წევრი.

პოლიცია პროცესს თვალს შორიდან ადევნებს  და ამბობს, რომ საარჩევნო უბანში სიმშვიდეა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი