სენაკის მე-18 საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრი გაიყვანეს და 40 წთ-ის შემდეგ დააბრუნეს

გამოქვეყნდა:

სენაკის მე-18 საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრი თამაზ ბაღუშვილი გაიყვანეს და დაახლოებით 40 წთ-ის შემდეგ საარჩევნო უბანზე დააბრუნეს.

არსებული ინფორმაციით, ის "ოცნების" ნდობით აღჭურვილი პირია და სავარაუდოდ სენაკის მერს შეახვედრეს.

რა დავალება მიიღო და რაზე ისაუბრეს კომისიის წევრმა და მერმა, უცნობია. თავად ბაღუშვილი კომენტარს არ აკეთებს.

ბაღუშვილი უბნიდან ადვოკატმა როლანდ შონიამ წაიყვანა, რომელიც ამტკიცებს, რომ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი