ტოტალური მოსყიდვა - ქართულ ოცნებას სხვა გზა მხარდაჭერის მოსაპოვებლად აღარ დარჩა.
საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში "მთავარი არხის" ჟურნალისტებმა, დამკვირვებლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და უბრალო მოქალაქეებმა დააფიქსირეს და გადაიღეს ათობით შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის კოორდინატორები იხდიან კონკრეტულ თანხას საარჩევნო ხმების სანაცვლოდ.
ეს ფაქტები საბოლოოდ მთავარ არხში შეიკრიბა და გაყალბების უმთავრეს მტკიცებულებად იქცა.