"დარწმუნებული ვარ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ქუთაისში" - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ქუთაისში 92-ე უბანში, მერობის ნაწილში 5 ნომერი ლიდერობს. დეკანოიძის თქმით, პარალელურად სხვა უბნების დათვლაც მიმდინარეობს, სადაც პირველადი ინფორმაციით, ასევე ოპოზიციის საერთო კანდიდატი ლიდერობს.

პირველი შედეგი ეს არის 92-ე უბანი, სადაც მერობის ნაწილში დამაჯერებლად ლიდერობს 5 ნომერი. 101-ით - 50. შესაბამისად ითვლება სხვა უბნებიც, მათ შორის, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის ძალიან ბევრი უბანი', სადაც ოპოზიცია ლიდერობს დამაჯერებლად... დარწმუნებული ვარ, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ქუთაისში, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი