მორიგი დაპირისპირება მარნეულში - სოფელ ყიზილაჯლოს 83-ე უბანში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, "გირჩის" წევრს, ირაკლი ქველაძეს სცემეს. ქველაძე მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის წევრია.
გირჩის წევრს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, ის კლინიკაში გადაიყვანა.