"არ არსებობს ასეთი ბარიერი, რაც ქართულ ოცნებას უნდა გადაელახა, ამიტომ კითხვა არარელევანტურია. ჩვენ არათუ გავედით, ჩვენ მოვახდინეთ ამ დოკუმენტის ანულირება, ეს დოკუმენტი აღარ არსებობს არავისთვის, ვისთვისაც ეს რელევანტურია, ჩახედოს იმ დოკუმენტს, შეხედოს შედეგებს და თავად გამოიტანოს დასკვნები".
- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ჟურნალისტის შეკითხვას, დარწმუნებულია თუ არა, რომ მმართველმა გუნდმა 43%-იანი ზღვარი გადალახა. ცნობისთვის, 43%-იანი ზღვარს შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.