სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუჩას, სადაც მათი სამუშაო ოფისი მდებარეობს და სადაც ორგანიზაციას ხმები პარალელურად უნდა დაეთვალა, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სამოქალაქო საარჩევნო კომისია აწარმოებს ხმების დამოუკიდებელ დათვლას.
გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება იმ ქუჩას, სადაც ჩვენი სამუშაო ოფისი მდებარეობს.
აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი შეუფერხებლად და აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოებას მალე მივაწოდოთ არჩევნების დამოუკიდებელი დათვლის შედეგები",-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სამოქალაქო საარჩევნო კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმებს დამოუკიდებლად ითვლიდა.