ცესკოს პირველადი მონაცემები, სავარაუდოდ, ღამის 3 საათისთვის გასაჯაროვდება

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველადი წინასწარი მონაცემები უბნების დახურვიდან 7-8 საათში, სავარაუდოდ 03:00 საათზე გახდება ცნობილი.

"ცესკო არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით.

გასული წლების გამოცდილება აჩვენებს, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან საორიენტაციოდ 7-8 საათია",- წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

IPSOS-გლობალის ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი