"როგორც მიხეილ სააკაშვილი არ იყო გუშინ ქალაქში, ისე 64 მერი ეყოლება ოცნებას პირველივე ტურში" - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს.
როგორც ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ 64-ვე მერი იქნება ქართული ოცნების, ისეთივე სიმართლე იყო დანარჩენი სხვა. ერთი, რაც გახსნა ამ კაცმა რეზულტატები, elections2021.ge-ის ვხსნი და არ იხსნება უბრალოდ. სერვერი დახურულია. ამას ნაცვლად, გაუგებარია, ცესკოს ნაცვლად ქართული ოცნება რატომ გვიცხადებს რეზულტატებს, თან ცესკოს საიტისვე რეკლამირებითა და მითითებით. ეს ნამდვილად გუშინდელი კლოუნადის გაგრძელებაა... როგორც მიხეილ სააკაშვილი არ იყო გუშინ ქალაქში, ისე 64 მერი ეყოლება ქართულ ოცნებას პირველივე ტურში... 543 უბანია დათვლილი 3000-დან ეს არის დაახლოებით იმ უბნების ჯამი, რომელიც არის ხელისუფლების მიერ მანიპულირებული და ჩვენ გავიგეთ ამ რეგიონებში როგორ მისცეს ხმა ქართულ ოცნებას, - ამბობს ნიკა გვარამია.
იხილეთ ასევე: