ვაზისუბნის 67-ე უბანზე, სადაც ნიკა მელია არჩევნებს იგებს, ბიულეტენების გაბათილება დაიწყეს - კორძაია

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება აჭიანურებს ოქმების საბოლოოდ გაფორმებას, იმიტომ რომ ქართული ოცნება აგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში თამარ კორძაიამ გამართა.

მისი ინფორმაციით, ამ წუთებშიც, ვაზისუბნის 67-ე უბანზე, სადაც ნიკა მელია არჩევნებს იგებს, ხმების დასაწევად, ბიულეტენების გაბათილება დაიწყეს.

მინდა შევახსენო ქართულ ოცნებას, რომ ჯერჯერობით, შემაჯამებელი ოქმების შევსება არ დასრულებულა, შემაჯამებელი ოქმები არ არის გამოგზავნილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შეყოვნება ხდება სწორედაც რომ ქართული ოცნების კომისიის წევრებით და მათი მეოხებით, არ უსვამენ ვბეჭედს რადგან სურთ რომ გაწელონ დრო. ზუგდიდში აჭიანურებს ქართული ოცნება ოქმების საბოლოოდ გაფორმებას, იმიტომ რომ ქართული ოცნება აგებს ამ არჩევნებს როგორც მერების ისე პროპორციული სისტემით. მაგალითი ვაზისუბანში 67-ე უბანზე ნიკა მელია იგებს და პრობლემა არის ის რომ ამწუთას დაიწყეს ბიულეტენების გაბათილება ხმების დაბლა დასაწევად, - ამბობს კორძაია. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი