"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ შედეგების გამოცხადებამდე, პარტიაში თავს იკავებენ, კახი კალაძე გამარჯვებულად გამოაცხადონ.
მანამდე, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებზე დაყრდნობით, მმართველ პარტიაში ამტკიცებდნენ, რომ კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და მას გამარჯვებასაც ულოცავდნენ.
"ლიდერობს კახი კალაძე, თუმცა ცდომილებიდან გამომდინარე, მაინც თავს ვიკავებთ, რომ პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოვაცხადოთ. დაველოდოთ დათვლის შედეგებს და უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ცხადად ვთქვათ, პირველ ტურში დასრულდება თუ მეორე ტური გახდება საჭირო. ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზღვართან არის ახლოს",-თქვა ზარქუამ.