"ქართული ოცნების" ლიდერის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, პარტიის ვებგვერდზე, სადაც ხმების პარალელური დათვლა მიმდინარეობს, სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევაა. პაპუაშვილმა კონკრეტული ქვეყნებიც დაასახელა, მათ შორის არის ბრაზილია და ტაივანი.
პაპუაშვილი კიბერთავდასხმაში ოპოზიციას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ისინი ხმების დათვლის პროცესში ხელის შეშლას ცდილობენ.
"მიდის შეტევა ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ხდება პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. პირდაპირ არის ჰაკერული შეტევა ვებგვერდზე, რათა ამ სერვერის გატეხა მოხდეს, ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნაა გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბრაზილია ტაივანი, არამგონია, მათ მაინც და მაინც აინტერესებდეთ საქართველოს თვითმმართველობის არჩევნები. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის კოორდინირებული მოქმედება როგორც უბნებზე და ოქმებში, ისე ვირტუალურ სივრცეში, რასაც სხვა დროსაც ვხედავდით",-თქვა პაპუაშვილმა.
იხილეთ ასევე: