სენაკში დასათვლელად ორი უბანია დარჩენილი, დაახლოებით 400 ხმით ვიგებ - კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

სენაკის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი კობა ნაყოფია ამბობს, რომ ამ მონაცემებით, მას მმართველი გუნდის კანდიდატთან შედარებით, დაახლოებით 400 ხმით მეტი აქვს. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის სენაკში ორი უბანი დარჩა დასათვლელი.

მისივე ინფორმაციით, პროპორციულ ნაწილში პირველ ადგილას "ნაციონალური მოძრაობაა".

​"სენაკში დასათვლელად დარჩენილია სულ ორი უბანი, მე ვიგებ დაახლოებით 400 ხმით. ალბათ, მეორე ტური იქნება. 40%-ზე ზევით ნამდვილად ვარ. პარტიას ვუსწრებ ხმების რაოდენობით, მაგრამ დიდად არა, შეიძლება 1-2% იყოს სხვაობა. გამორიცხულია ქართულმა ოცნებამ 43% აიღოს და ნაციონალური მოძრაობა და მერობის კანდიდატი პირველ ადგილზეა. მაჟორიტარების ინფორმაცია ჯერ ბოლომდე არ გვაქვს შემოსული, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიებიც არიან, მე როგორც ვიცი და როგორ გადაწყდება საკრებულოს ბედი, ბეწვზე კიდია",-თქვა კობა ნაყოფიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი