ხმაური და დაპირისპირება რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნიდან პარტიის წარმომადგენლების გაძევებას ცდილობენ.
აპირებენ, ჩვენი წარმომადგენლები გააძევონ საარჩევნო უბნიდან. არ ვიცი ვინაა, არასამთავრობო ორგანიზაციიდანაა, უცებ მეგონა, რომ თავმჯდომარე იყო... რატომ ყრით ჩვენს წარმომადგენლებს - ამბობს ხაბეიშვილი.