"მიმდინარეობს შეთანხმება და მალე იქნება პირველი განცხადება" - ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

გამოქვეყნდა:

მიმდინარეობს შეთანხმება და მალე იქნება ყოველშემხვევაში პირველი განცხადება... - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია ლელოს კვოტით წარმოდგენილმა გიორგი სიორიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. 

უნდა ველოდოთ [ბრიფინგს]. პრობლემა ის არის, რომ მართლა ამ ოქმების არარელევანტური, წარმომადგენლობითი თვალსაზრისით, რაოდენობა არის შემოსული ცესკოში... პირველი ბრიფინგი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილებისთვის, თუმცა მიმდინარეობს შეთანხმება და მალე იქნება ყოველშემხვევაში პირველი განცხადება... არ შეიძლება ამდენი ხანი რომ გაგრძელდეს ეს ყოველივე და საზოგადოება ითხოვს სამართლიანად შემაჯამებელ მცირე ინფორმაციას და მონაცემებს, - ამბობს სიორიძე.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნების დახურვიდან თითქმის 10 საათი გავიდა, ცესკოს კი პირველი ბრიფინგი ამ დრომდე არ გაუმართავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი