ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხუთი თვითთმმართველი ქალაქიდან - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
დასახელებული ხუთივე ქალაქიდან 3-ში - რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი- ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.
ცესკოს მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბანი (კახა კალაძე 45,5 %; ნიკა მელია 34,13 %; გიორგი გახარია 8,97 %)
რუსთავი - 88 უბნიდან 42 უბანია დათვლილი. (დავით კირკიტაძე - ენმ 44,53 %; ნინო ლაცაბიძე - ქართული ოცნება 44,34 %)
ქუთაისი - 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 (ხატია დეკანოიძე - ენმ 43,75 %; იოსებ ხახალეიშვილი - ქართული ოცნება 41,86 %);
ფოთი - 33 უბნიდან დათვლილია 18 უბანი - (ბექა ვაჭარაძე - ქართული ოცნება 47,73 %; გიგი უგულავა -ენმ 37,44 %;)
ბათუმი -105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები. (გიორგი კირთაძე - ენმ 42, 35 %, არჩილ ჩიქოვანი - ქართული ოცნება 41,49 %)