"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარების პოლიტიკური ნება.
ამ თემაზე ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა.
"ჩვენმა დამკვირვებლებმა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევის შესახებ შეგვატყობინეს, რის გამოც დაიწერა 30 საჩივარი და მარნეულში ორი უბნის შედეგების გაუქმება მოვითხოვეთ.
ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები", - აცხადებს TI.
ორგანიზაციის შეფასებით, ცესკო-მ თავისი პრაქტიკა გააუარესა და პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათზე მეტი ხნის შემდეგ წარადგინა.
დარღვევები დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
TI-ს რეკომენდაციით: