გადაყრილი ბიულეტენები, მოსყიდვა, დაკავება...  - "ოცნების" მოგებული არჩევნები მარნეულში

გამოქვეყნდა:

არჩევნების დღეს და შედეგებს მარნეულში ოპოზიციური პარტიები აფასებენ - მათი განცხადებით, ძალადობით, მუქარით, შანტაჟით, ნაგვის ურნაში ჩაყრილი ხმებით ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ და ხმების დაცვისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. 

"არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების ფონზე, მსგავსი გაყალბებული არჩევნები ჩვენ არ გვახსოვს წინა წლებში, იყო ძალადობა, მუქარა, დაშინება მოსყიდვა", - თქვა ენმ-ს წევრმა, ლაშა ქველაძემ.

მერობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან", ახმედ იმამკულიევმა თქვა, რომ პრაქტიკულად 90-ვე უბანში გაყალბდა შედეგი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, ფუად გახრამანოვმა კი აღნიშნა, რომ ოპოზიციის ხმებს ნაგვის ურნებში ყრიდნენ, იყო ფიზიკური ძალადობა, რის გამოც ამ შედეგებს ვერ აღიარებენ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარნეულში ხმების 100% დათვლილია.

შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • კენან იმაროვი (ქართული ოცნება) - 68.01%
  • ელდარ მუსტაფაევი (ნაციონალური მოძრაობა) - 28.11%
  • აკმედ იმამკულიევი (ევროპული საქართველო) - 3.88%. 
"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი