ბიულეტენებით მანიპულაციაზე საუბრობენ დმანისში, სადაც ქართული ოცნება ლიდერობს, ოპოზიციის შტაბის წარმომადგენლების ინფორმაციით, იმ ბიულეტენებს სადაც 5 ნომერი იყო შემოხაზული, ხოლო 41 გადახაზული, მასიურად არ აქვს დარტყმული ბეჭედი. დამკვირვებლები ეჭვობენ, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს, რის გამოც ასეთი ბიულეტენები არ უნდა გაბათილდეს.