საუბრის ყველაზე დიდი წილი დაეთმობა გუშინდელ, ხვალინდელ და ზეგინდელ დღეს - ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილს ხვდება

გამოქვეყნდა:

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე შევიდა.

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და გუშინდელი არჩევნების გარდა, ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილს იმ გამოხმაურებებს გააცნობს, რომელიც მის დაკავებას მოყვა.

ცნობილია რომ საკანში მიხეილ სააკაშვილს ტელევიზორი არ აქვს.

"რა თქმა უნდა, საუბრის ყველაზე დიდი წილი დაეთმობა გუშინდელ, ხვალინდელ და ზეგინდელ დღეს, მეორე ტურში ჩვენს კამპანიას, მის მოსაზრებებს. ძალიან საინტერესოა, როგორ უყურებს ის ამ ფაქტს" - ამბობს ხერხეულიძე

მრავალწლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მიუხედავად მისი დაპატიმრების მუქარისა.

მის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებას და ამ კუთხით, არც მიხეილ სააკაშვილი იქნება გამონაკლისი. 

ზელენსკის განცხადებას ეკა ხერხეულიძემ ასე შეაფასა: "ადამიანურად მისასალმებელია, მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, შემოსული რისკის ფასად, გავატანეთ ისევ სხვა ქვეყანას, ჩემთვის არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი" - თქვა ხერხეულიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი