"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 46.6% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი - 31.1%.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმების ასე განაწილდა:
- "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 1.4%
- "ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა" - 1.8%
- "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 1.5%
- "ლელო" - 2.6%
- "ლეიბორისტული პარტია" - 1.3%
- "გახარია - საქართველოსთვის" - 7.7%
- "გირჩი" - 1.0%
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.4%
- სხვა პარტიები - 3.7%
პროპორციული ნაწილი თბილისის მასშტაბით
- "ქართული ოცნება" - 39.7%
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 28.3%
- "გახარია - საქართველოსთვის" - 8.8%
- "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 1.0%
- "ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა" - 1.1%
-
- "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 2.5%
- "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 1.7%
- "ლელო" - 3.7%
- "ლეიბორისტული პარტია" - 1.3%
-
- "ელენე ხოშტარია - დროა" - 2.1%
- "გირჩი" - 1.7%
-
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 3.4%
- "ანა დოლიძე - ხალხისთვის" - 2.5%
- სხვა პარტიები - 2.2%
იხილეთ ასევე:
20 ქალაქი, სადაც მერს მეორე ტურში აირჩევენ - ნახეთ სია