სენაკში ამ დროისათვის კობა ნაყოფია ლიდერობს - ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზული, ხელოვნურად გაფუჭებული ბიულეტენები

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს სენაკში- ამ დროისთვის დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 97.73% , რომლის მიხედვით კობა ნაყოფიას ხმა მისცა სენაკელი ამორმჩევლის 42.35%-მა, "ქართული ოცნების" კანდიდატს - ვახტანგ გადელიას შედეგი კი  40.21%-იანი შედეგი აქვს. 

ოპოზიციური კანდიდატის უპირატესობა და ლიდერობა იყო მიზეზი, რის გამო ხმების დათვლა მთელი ღამის განმავლობაში ხარვეზებით მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ხელოვნურად ხდებოდა ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზული ბიულეტენების გაუქმება. 

სენაკის #36-ე საარჩევნო უბანში 148 ბიულეტენი ხელოვნურად არის გაფუჭებული, სადაც ხმათა უმრავლესობით კობა ნაყოფია იმარჯვებდა. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენების გაფუჭება რეგისტრატორს დააბრალა. 

მუქარის, დაშინების, შანტაჟის მიუხედავად, სენაკში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა "ოცნების" მერობის კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო 

"მინდა, სენაკელებს გადავუხადო დიდი მადლობა. ნდობისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ჩვენ ვუსწრებთ პირველივე ტურში ხელისუფლების კანდიდატს, მაგრამ წინ არის მთავარი ბრძოლა, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ დიდი უპირატესობით",- ამბობს კობა ნაყოფია.

არსებული ინფორმაციით, სენაკის 43-ვე საარჩევნო უბანში ხელისუფლებამ არჩევნების მოსაგებად ყველა მეთოდი გამოიყენა. ე.წ. უბნის მაყურებლები პენსიონერებს ხვდებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ თუ ოპოზიციის სასარგებლოდ მისცემდნენ ხმას, გაარკვევდნენ და მათს ოჯახის წევრებს პასუხს მოსთხოვდნენ.

ავტორი: ემა გოგოხია

იხილეთ ასევე:

20 ქალაქი, სადაც მერს მეორე ტურში აირჩევენ - ნახეთ სია

 

 

 

 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი