"ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კუპრაძე, ბათუმის მე-7 საარჩევნო ოლქში 13 საარჩევნო უბნის გადათვლას ითხოვს.
ამ უბანში მეორე ტური აუცილებლად უნდა გაიმართოს, რადგან პირველადი მონაცემების თანახმად, ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატს, გენადი თებიძეს, მიღებული აქვს საკმარისი ხმები, თუმცა, 925 ბიულეტენი მიზანმიმართულად გაბათილდა და ამის შედეგად ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, მინდია გოგუაძემ, 40,06% მიიღო.
ამ ოლქში გადამწყვეტი მხოლოდ 5 ხმაა, აქედან გამომდინარე, ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ოლქის ხმები გადასათვლელია.
კუპრაძე მიმართავს ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოხდეს უბნების გადათვლა. მისი თქმით, წინაღმდეგ შემთხვევაში ბათუმის შეთანხმებული ოპოზიცია ყველა მეთოდით იბრძოლებს და თავისი ამომრჩევლების ხმებს არ დათმობს.