პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და "ნაციონალური მოძრაობა" და "დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ."
ღარიბაშვილის თქმით, არჩევნების შედეგი მათთვის მისასალმებელია.
"ჩვენი კანდიდატები მეორე ტურებში, 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და რაც მთავარია ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა", - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ბრიფინგი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ამავე თემაზე: