"ლელო" მეორე ტურში გადასულ ოპოზიციის მერობის კანდიდატებს მხარს დაუჭერს

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" ოპოზიციის მერობის კანდიდატებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარს დაუჭერს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციის გამარჯვება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები განხორციელდეს.

"ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, იგულისხმება მერობის კანდიდატები. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ დიდ ქალაქებში. ეს ნიშნავს სწორედ ცვლილებებს, რომელიც დაგვიკვეთა ქართველმა ხალხმა. ეს ნიშნავს ისეთ გარემოს, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება, წინააღმდეგობა გავუწიოთ "ქართული ოცნების" მიერ დანერგილ ნეპოტიზმს, კორუფციას და შევძლოთ, ოპოზიციამ ვმართოთ ქალაქები გამჭვირვალედ, ხალხის ჩართულობით", - თქვა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები ძალადობის, დაშინებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფონზე ჩატარდა, თუმცა ეს "ქართული ოცნების" პირობებში დამკვიდრებული პრაქტიკაა. 

“ჩვენ კიდევ ერთი ძალადობრივი არჩევნების მოწმენი გავხდით. სამწუხაროდ, ამ არჩევნებს, ვერ ვუწოდებ თავისუფალს და დემოკრატიულს. ის იყო ძალადობრივი აქტებით, მოსყიდვით, დაშინების ფაქტებით. სამწუხაროდ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში დამკვიდრებული პრაქტიკაა, მაგრამ უნდა დავასრულოთ ასეთი ტიპის არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია", - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე იხილეთ:

20 ქალაქი, სადაც მერს მეორე ტურში აირჩევენ - ნახეთ სია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი