"როდის დაბრუნდით ბუენოს-აირესიდან?" - ამ კითხვით მიმართა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, შალვა პაპუაშვილს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კითხვა პაპუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი საქართველოში არ იყო და ამასთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც - "მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან".
"მთავარი არხის" კითხვა შალვა პაპუაშვილმა უპასუხოდ დატოვა.