"ქართული ოცნება" ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა - მაგრამ, დამეთანხმებით, როგორ არ უხდება სიტყვა "დამაჯერებელი" ვითარებას, როდესაც, სხვა რომ არაფერი იყოს, მმართველი პარტიის ყველაზე პოზიტიური რეიტინგის მქონე პირიც კი - კახი კალაძე, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე დედაქალაქში ვერ ახერხებს პირველივე ტურში გამარჯვებას და ხელმეორედ მოუწევს ბრძოლა უპირატესობის დასამტკიცებლად.
და როდესაც ამას ემატება ის, რომ ხელისუფლებამ არათუ ვერ გადალახა ბარიერი ვერცერთ სხვა თვითმმართველ ქალაქშიც - ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი - არამედ რამდენიმე მათგანში ოპოზიციაზე ნაკლები ხმა აიღო.
როდესაც, საერთო ჯამში, 20 ქალაქში გარდაუვალია მეორე ტური და როდესაც რამდენიმე ქალაქში საკრებულოს უმრაველობას ოპოზიცია აკომპლექტებს - მაგალითად, ბათუმში, ზუგდიდში - ამ ფონზე დამაჯერებელი მხოლოდ "ქართული ოცნების" ზრდადი კრიზისია.
იმას, რაც მე ვთქვი ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" გამარჯვების დამაჯერებლობის შესახებ, ახლა უფრო ვრცლად და უფრო დამაჯერებლად თენგო გოგოტიშვილი გეტყვით.