ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამომრჩევლის მობილიზებასა და "ნაციონალური მოძრაობის" მაღალ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ.
თავად მისთვის ჯერ საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა, სამაგიეროდ, ბრალი წაუყენეს ადამიანს, რომლის ბინაშიც ის თბილისში ცხოვრობდა და სადაც მესამე პრეზიდენტი საბოლოოდ დააკავეს.
თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალი სრულიად აბსურდული და კანონთან შეუთავსებადია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მოქალაქის, სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ქვეყანაში დასაბრუნებლად.