რა უხარიათ ამ საცოდავებს, მეც ძალიან მიკვირს. 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში დაინიშნა მეორე ტური, ეს რეალურად არის გაუმჯობესება, თუ ჩვენ შევადარებთ წინა არჩევნებს - 2016, 2020 წელს. მეორე - მათთვის კიდევ უფრო გამანადგურებელი არგუმენტი, რაც მე მაქვს - რომ არ ყოფილიყო ის დაბნეულობა, რაც იყო გახარიას შემთხვევაში და ბევრი ჩვენი ამომრჩეველი შეაცდინა, ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ ჩვენი კანდიდატები 20 მუნიციპალიტეტში, პირველივე ტურში ვერ გავიდნენ
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.